ნერჟავეიკის (უჟანგავის) ჩაბარება თბილისში 2026 | MyWaste.ge
ფერადი ლითონის და ჯართის ჩაბარება
ფერადი ლითონი · MyWaste

ნერჟავეიკის (უჟანგავის) ჩაბარება თბილისში

MyWaste გთავაზობთ ნერჟავეიკის (უჟანგავი ფოლადის) ჩაბარებას თბილისსა და მის შემოგარენში ადგილზე გამოძახებით. ვიბარებთ ნერჟავეიკის ყველა სახეობას — საყოფაცხოვრებო ნაკეთობებიდან სამრეწველო ნარჩენებამდე. აწონვა ხდება თქვენს თვალწინ, ანგარიშსწორება კი ადგილზე, ნაღდი ფულით.

ნერჟავეიკის (უჟანგავის) ჩაბარება თბილისში

მიმდინარე ფასი: 2 ₾ / კგ. ზუსტი ფასი დამოკიდებულია ნერჟავეიკის სახეობასა და სისუფთავეზე და განისაზღვრება აწონვის შემდეგ. ყველა ლითონის სრული ფასები: ჯართის ფასების გვერდი.

ნერჟავეიკის რა ტიპებს ვიბარებთ?

როგორ გავარჩიოთ ნერჟავეიკა?

ნერჟავეიკა არ ჟანგდება და ბრჭყვიალა, მქრქალი-ვერცხლისფერი ზედაპირი აქვს. გასარჩევად შეგიძლიათ მაგნიტი გამოიყენოთ: უჟანგავი ფოლადის ზოგი სახეობა მაგნიტზე სუსტად იკვრება ან საერთოდ არ იკვრება, ზოგი კი იკვრება — ამიტომ მაგნიტი ყოველთვის საბოლოო პასუხს არ იძლევა. თუ ეჭვი გეპარებათ, გამოგვიგზავნეთ ფოტო WhatsApp-ზე და გეტყვით, რა ლითონია.

როგორ მივიღოთ უკეთესი ფასი?

✔️ ნერჟავეიკა ცალკე შეინახეთ, სხვა ლითონებთან არ აურიოთ
✔️ მოაცილეთ პლასტმასის, რეზინის და სხვა არალითონური დეტალები (თუ ადვილად იხსნება)
✔️ სუფთა ნერჟავეიკა უფრო მაღალ ფასად ფასდება, ვიდრე შერეული ან დაბინძურებული
✔️ გატეხილი ან გაუმართავი ნივთებიც მიგვაქვს — ფასი წონით განისაზღვრება

ჩაბარების პროცესი

დაგვიკავშირდებით ტელეფონით ან WhatsApp-ით და ვათანხმებთ დროსა და მისამართს. ჩვენი გუნდი მოდის საკუთარი ტრანსპორტით, საჭიროების შემთხვევაში ახდენს დემონტაჟს, აწონვას თქვენ თვალწინ და ანგარიშსწორება ხდება მყისიერად, ნაღდად.

რატომ MyWaste?

✔️ ადგილზე გატანა ჩვენი ტრანსპორტით (250 კგ-დან)
✔️ გამჭვირვალე აწონვა და ნაღდი ანგარიშსწორება ადგილზე
✔️ 9:00-დან 20:00-მდე მომსახურება — შაბათ-კვირასაც
✔️ თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გარდაბანი

📍 თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გარდაბანი

ხშირად დასმული კითხვები

ნერჟავეიკის რა სახეობებს იბარებთ?+
ვიბარებთ ნერჟავეიკის ბაკებს, ფირფიტებს, მილებს, ჭურჭელს, სამზარეულოს ნაკეთობებს, სამრეწველო ნარჩენებს და ნებისმიერ სხვა უჟანგავი ფოლადის ნივთს.
როგორ გავარჩიო ნერჟავეიკა ჩვეულებრივი რკინისგან?+
ნერჟავეიკა არ ჟანგდება და ბრჭყვიალა ზედაპირი აქვს. მაგნიტი ხშირად ეხმარება: ზოგი სახეობა (მაგ. 304) მაგნიტზე სუსტად იკვრება ან საერთოდ არა, ზოგი კი (მაგ. 430) იკვრება. ეჭვის შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ფოტო WhatsApp-ზე.
ადგილზე ჩამოდიხართ?+
დიახ, ჩამოვდივართ ადგილზე 250 კგ-დან ზემოთ. გატანა ჩვენი ტრანსპორტით.
როგორ ხდება გადახდა?+
გადახდა ხდება ადგილზე, აწონვის შემდეგ, ნაღდი ფულით.