MyWaste გთავაზობთ მანქანის რადიატორების (ფირფიტების) ჩაბარებას თბილისსა და მის შემოგარენში ადგილზე გამოძახებით. ვიბარებთ როგორც ალუმინის, ისე სპილენძ-ლატუნის (ფიჭა) რადიატორებს — ძველს, გაფუჭებულს და გაუმართავსაც. აწონვა ხდება თქვენს თვალწინ, ანგარიშსწორება კი ადგილზე, ნაღდი ფულით.
მიმდინარე ფასები:
ალუმინის რადიატორი — 3.00 ₾ / კგ
სპილენძის ფიჭა — 14.00 ₾ / კგ
ზუსტი ფასი დამოკიდებულია რადიატორის სახეობასა და მდგომარეობაზე და განისაზღვრება აწონვის შემდეგ. ყველა ლითონის სრული ფასები: ჯართის ფასების გვერდი.
რადიატორის რა ტიპებს ვიბარებთ?
- მანქანის ალუმინის რადიატორები (ფირფიტები)
- სპილენძ-ლატუნის რადიატორები (ფიჭა)
- გამათბობელი (პეჩკის) რადიატორები
- კონდიციონერის რადიატორები
- ინტერკულერები
- სატვირთო და სპეცტექნიკის რადიატორები
- გაფუჭებული, გაჟონილი ან დამტვრეული რადიატორებიც
როგორ გავარჩიოთ რადიატორის ტიპი?
ალუმინის რადიატორი მოვერცხლისფროა, მსუბუქია და მაგნიტზე არ იკვრება. სპილენძ-ლატუნის რადიატორი (ფიჭა) უფრო მძიმეა, მოყვითალო-მოწითალო ფერისაა და ხშირად ძველი ავტომობილებისთვისაა დამახასიათებელი. ფასი ამ ორ ტიპს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. თუ ეჭვი გეპარებათ, გამოგვიგზავნეთ ფოტო WhatsApp-ზე და გეტყვით, რა ტიპისაა.
როგორ მივიღოთ უკეთესი ფასი?
✔️ რადიატორიდან გადმოწურეთ გამაგრილებელი სითხე
✔️ ალუმინისა და სპილენძ-ლატუნის რადიატორები ცალ-ცალკე შეინახეთ
✔️ მოაცილეთ პლასტმასის, რეზინის და რკინის დეტალები (თუ ადვილად იხსნება)
✔️ სუფთა რადიატორი უფრო მაღალ ფასად ფასდება, ვიდრე დაბინძურებული
✔️ გაუმართავი ან დაზიანებული რადიატორიც მიგვაქვს — ფასი წონით განისაზღვრება
ჩაბარების პროცესი
დაგვიკავშირდებით ტელეფონით ან WhatsApp-ით და ვათანხმებთ დროსა და მისამართს. ჩვენი გუნდი მოდის საკუთარი ტრანსპორტით, ახდენს რადიატორების აწონვას თქვენ თვალწინ და ანგარიშსწორება ხდება მყისიერად, ნაღდად. ადგილზე ჩამოსვლა შესაძლებელია 250 კგ-დან ზემოთ; მცირე რაოდენობის შემთხვევაში დაგვირეკეთ და გეტყვით, როგორ მოხდეს ჩაბარება.
რატომ MyWaste?
✔️ ადგილზე გატანა ჩვენი ტრანსპორტით (250 კგ-დან)
✔️ გამჭვირვალე აწონვა და ნაღდი ანგარიშსწორება ადგილზე
✔️ 9:00-დან 20:00-მდე მომსახურება — შაბათ-კვირასაც
✔️ თბილისი, რუსთავი, მცხეთა, გარდაბანი
სხვა სერვისები
